პერსონაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პერსონაჟი – (ფრანგ. personnage > ლათ. persona – თეატრალური ნიღაბი, როლი, პიროვნება) ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი; დრამატულ პოეტიკასთან ერთად ქმნის თეატრის ძირითად „ფორმულას“ პერსონაჟის ჩასახვისა და განვითარების ისტორია იგივე თეატრის ისტორიაა და იყოფა ეპოქებად, მიმდინარეობებად და მიმართულებებად. მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს ადამიანის კონცეფციას, პერსონაჟის გააზრებას ფსიქოლოგიურ და სოციალურ ჭრილში. თეატრის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი – გარდასახვა, ემსახურება პერსონაჟის სულიერი რაობის გადმოცემას.