უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი – უკი –– ეროვნული ქართული ზღაპრების ერთი ჯგუფის უპირველესი გმირი, რომელიც ისეთ ქვეყა– ნას ეძებს, სადაც სიკვდილი არ არსებობს. ფილოსოფიურად გან–წყობილი ქართველი ჭაბუკი ასე მსჯელობს: მას სიცოცხლე არავისთვის უთხოვია, რაკი დაიბადა და დავაჟკაცდა, რად უნდა მოკვდეს?! არ მოსწონს სიკვდილ-სიცოცხლის არსებული წესი. ბევრი იარა, მაგრამ უსიკვდილო მხარე დედამიწაზე ვერსად იპოვა. ჩანს, მიწა ყველგან თავისას მოითხოვს! ვერც მარადიულმა მშვენიერებამ –– ტურფა ქალმა იხსნა წუთისოფლის კანონისაგან. ათასეული წლების შემდეგ სიკვდილი მაინც ეწვია უკგდავების მაძიებელს. ამ ჯადოსნური ზღაპრის ჩაწერა საქართველოში მე-17 საუკუნის 70- იანი წლებიდან დაიწყო. შემკრებთაგან შეიძლება დავასახელოთ: ბ. ნეაპოლელი, ს-ს. ორბელიანი, თ რაზიკაშვილი, დებაი, ე· თაყაიშვილი, მ. ჩიქოვანი, ს. გაჩეჩილაძე, ელ. ვირსალაძე, დ. ჯი– ქურიშვილი, ო. გოგიჩაიშვილი... აღრიცხულია 23 ვარიანტი, აქე– დან 16 გამოქვეყნებულია ზღაპარი სხვადასხვა სათაურითაა ცნობილი: „მიწა თავისას მოითხოვს“ და სხვა. ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე. პარალელები გვხვდება ევროპის კავკასიისა და ახიისს ხალხებში ფრანგული თარგმანის საფუძველზე პარიზში ოპერაც დაიწერა.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • XVII საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრები, მიხ. ჩიქოვანის გამოცემა, „მრავალთავი“, 1, 1964;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 309-10;
  • მისივე, ქართული ეპოსი, II, 1965;
  • დ. ფანჩულიძე, ფრინგულ-ქართული ლიტ. ურთიერთობანი, 1968

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები