ქაჯი
ქაჯი –– ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟიი ბოროტი საწყისის გამოვლინება. ადამიანს მსგავსი თავზარდამცემი შესახედაო-. ბის არსება ქაჯები ფლობენ ჯადოსნურ შესაძლებლობებს: დღეს ცვლიან ღამედ, ან აირიქით, იწვევენ ზღვის ღელვას და სძი–- · რავენ ნავებს, აქვთ სახის შეცვლის და გაუჩინარების უნარი, თა- 'ვისუფლად დადიან წყლის ზედაპირზე. განირჩევა ხმელეთისა და წყლის ქაჯი. ხმელეთის ქაჯი მიუვალ კლდეებსა და ტყეებში ცხოვ�რობს, ადამიანებს მტრობს, სასიკვდილოდ სცემს და ჭკუიდან შლის. წყლის ქაჯი ნაკლებ მავნეა, მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობს და ხშირად მეთევზეებს მფარველობს. განსაკუთრებული სილამაზით არის დაჯილდოებული ქაჯის ქალი, რომელიც ადამიანებთან რომა– ნულ ურთიერთობას ამყარებს, არაიშვიათად განსაცდელისაგან იხ– სნის და ცოლადაც მიყვება გმირებს.
მ. ჩაჩავა
ლიტერატურა
კ. კეკელიძე, ავტორი ვეფხ. და დრო მისი დაწერისა, მნათობი, 1931, 7-8; მ. ჩიქოვანი, ვეფხ. მითოლოგია, საბჭ. ხელოვნება, 1961, №11; შ. ჩიჯავაძე, ვეფხ. ერთი ტაეპის გაგებისათვის, საქ, სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1964, II.