ღვედკეცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:20, 23 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღვედკეცი - Periploca graeca L. ქართლ. – ღორტყავა, ღვედურა, იმერ., რაჭ. – მარგატე-- ლა, მაკრატელა, ქვ.იმერ., გურ. – ჯაშკუტა, ინგ. - ღოდკეც, მეგრ. – ჯაშქვიდუ
ღვედკეცი ეკუთვნის ღვედკეცისებრთა ოჯახს. ხარობს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, უმეტესად ალაზნისპირა ჭალის და კოლხეთის დაბლობის ტყეებში. ღვედკეცი ლიანასებრი მცენარეა. მისი ღერო 30 მ-მდე სიგრძისაა. ფოთოლი ტყავისებრი, შიშველი და კიდემთლიანია. ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა – მკრთალი მწვანე. ღვედკეცი ყვავილობს მაისში და ივნისში. ყვავილები ღეროს კენწეროშია განლაგებული, მომწვანო იისფერია, ნახევარ-ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი, ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურააა, აგვისტოსა და სექტემბერში მწიფდება.