დიდგულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდგულა – (Sambucus nigra L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). ბუჩქია ან პატარა ზომის ხე, სუსტად უსიამოვნო სუნით. დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 3-6 მ-ია. მცენარის ნორჩი ნაწილები ძირითადად შიშველია. ფოთოლი კენტფრთისებურია 3-7 ფოთოლაკით, ფოთოლაკები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ხერხკბილა. ყვავილედი ფარისებური საგველაა, გვირგვინი თეთრია ან მკრთალი ყვითელი ნაყოფი იისფერ-შავია. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-X. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. მდინარეთა ნაპირებზე, ტყის პირას, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.