სელიჭა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სელიჭა – (Linaria genistifolia [L.] Mill.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 50-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, ლეგა, სწორად მდგომი, მარტივი ან დატოტვილი. მთავარი ღეროს ფოთლები კვერცხისებურლანცეტაა, ხორცოვანი, 5-ძარღვიანი. დანარჩენი ფოთლები ლანცეტაა და 3-ძარღვიანი. ყვავილედი მტევანია ან საგველა. ყვავილები გოგირდის ფერისაა, ყვითელი. დეზი მეტ-ნაკლებად მოხრილია. ყვ. ნაყ. V-XI. მცენარე იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე – მშრალ, კლდოვან ადგილებში, ქვიშნარებზე, ბუჩქნარებსა და ფიჭვნარ ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ ომალოდან სოფელ შენაქოსკენ მიმავალ გზაზე. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.