ონტკოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ონტკოფა – (Physalis alkekengi L.); ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). 20-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სწორად მდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ყუნწიანია, მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული, გულის ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის. ყვავილები მოთეთროა, მარტოული, იღლიური. ნაყოფი კაშკაშა ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებზე, მდინარის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.