ტყუპთა მითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 1 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტყუპთა მითები - მითები, რომლებშიც მოქმედ პერსონაჟებად გვევლინებიან ტყუპები, გვარისა თუ ტომის დამფუძნებლები ან კულტურული გმირები. ტყუპთა მითებში გამოიყოფა მითები ტყუპ ძმებზე, და-ძმაზე, ტყუპ ანდროგინებზე, ზოო-ანთროპომორფულ ტყუპებზე. შედარებით ადრეულს წარმოადგენენ მითები, რომლებშიც ტყუპთა დაბადებაში ცხოველები მონაწილეობენ ან ადამიანი ტოტემური ცხოველის ტყუპისცალია. ტყუპ ძმებზე მითებში ერთ-ერთი ძმა სიკეთესთან არის დაკავშირებული და, ამდენად, კულტურულ გმირად გვევლინება, მეორე კი მისი მოწინააღმდეგეა და ბოროტ საწყისს განასახიერებს. რიგ მითებში ტყუპი ძმები არა ანტაგონისტები, არამედ ერთმანეთის მოყვარული კულტურული გმირები არიან და ტომის ნახევრებს (ფრატრიებს) შეესაბამებიან. მითები ტყუპ და-ძმაზე, არცთუ იშვიათად, საკრალური ინცესტის მოტივებს შეიცავს. არქაულ საზოგადოებებში ტყუპებს, როგორც არაბუნებრივად გაჩენელებს, ზებუნებრივი ძალა მიეწერებოდათ, ითვლებოდნენ ცხოვრებასა და ბუნებაში მიმდინარე მოვლენების წინასწარმეტყველბად. ზოგიერთ ტრადიციულ საზოგადოებაში ტყუპები და მათი მშობლები საკრალიზაციის ობიექტები გახდნენ და ტყუპთა კულტი ნაყოფიერების სიმბოლიკას, კერძოდ, მსოფლიო ხეს დაუკავშირდა.



წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები