ამიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:06, 5 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიდი - (არაბ. ‘mīd) აღმოსავლური ქალაქების მოხელე; სახალიფოს ქალაქების ამიდებს ევალებოდა საბუთების შედგენა და ბაღდადის მთავრობასთან მიმოწერის წარმოება. ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში ტერმინი გავრცელდა თბილისის საამიროდან. დავით აღმაშენებლის ანდერძში (1123/1124) და გიორგი III-ის შიომღვიმისადმი ბოძებულ სიგელში (1170) მოხსენიებულია თბილისის „საამიდო“ გადასახადი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაღები, რაც მიუთითებს საქართველოს ქალაქებში შესაბამისი თანამდებობის არსებობაზე. ქართულ წყაროებში ხელშესახები ცნობები ამ მოხელის უფლება-მოვალეობების შესახებ არ მოგვეპოვება. მუსლიმური აღმოსავლეთის ქალაქების ანალოგით, საქართველოს ქალაქებში ამიდს, სავარაუდოდ, ქალაქის მწერლის მოვალეობის შესრულება და, ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლებისათვის საქმიანი ქაღალდების წარდგენა ევალებოდა.


წყაროები და ლიტერატურა

ქისკ 1984: 57, 68; ლორთქიფანიძე 1954: 150-152. (დ. კლდიაშვილი)



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები