ლოჭინი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:58, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე „ლოჭინი"

მდინარე ლოჭინი

ლოჭინის აუზში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ტერიტორიის ოროგრაფიული პირობები, აღმოსავლეთიდან მტკვრის ხეობით შემოჭრილი ჰაერის მასები და ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, რომელთანაც დაკავშირებულია წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. აქ მზის ნათების ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მისი საშუალო წლიური სიდიდე 2500 საათს აღემატება. მცენარეული საფარი მკვეთრად ანთროპოგენიზირებულია და დღეისათვის ძირითადად სტეპისა და ტყე-სტეპის ტიპისაა. ჩრდილო და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე ალაგ შემორჩენილია მუხნარი და მუხნარ- ჯაგრცხილნარი ტყეების ნაშთი ნათელი ტყის წარმომადგენელთა სიჭარბით. წყალმცირე ლოჭინისხევის და მისი შენაკადების გასწვრივ შეინიშნება ჭალის ტყის (ტუგაის ტყის) მომცრო ფრაგმენტები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები