აბლაუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბლაუტი – (გერმ. ablaut – გადაბგერება), აპოფონია, ერთი და იმავე მორფემის ფარგლებში ფონეტიკურად განუპირობებელი ხმოვანთმონაცელეობა, რომელსაც მორფოლოგიური ფუნქცია აქვს. მორფოლოგიური ხმოვანთმონაცელეობა წარმოშობით შეიძლება იყოს ფონეტიკური ხასიათისა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოისპობა ამ მონაცელეობის გამომწვევი მიზეზები, მან შესაძლოა შეიძინოს მორფოლოგიური ფუნქცია და წმინდა მორფოლოგიური ღირებულების ხმოვანთმონაცვლეობად იქცეს. აბლაუტი გამოყენებულია გარკვეულ მორფოლოგიურ კატეგორიათა საწარმოებლად როგორც დამოუკიდებლად, ისე დამატებითი მორფემების (ქვემორფემების) სახით. აბლაუტური მონაცვლეობა ხშირად ავლენს მორფემათა გახმოვანების სხეადასხვა საფეხურს, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს როგორც განსხეავებულ მორფოლოგიურ კატეგორიათა საწარმოებლად გამოყენებული საშუალებები.

აბლაუტური ხმოვანთმონაცვლეობა ფართოდაა გაგრცელებული სხვადასხევა ტიპის ენებში. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს იგი სემიტურ და ინდოევროპულ ენებში. ქართულში ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ე – ი (ე-დრეკ – ვ-დრიკ-ე, ე- გრეხ – ე-გრიხ-ე..) ხმოენების მონაცელეობა (ა. შანიძე, გ. ახვლდიანი, ე. თოფურია, ჰ. ფოგტი..). სონანტთა სისტემის რეკონსტრუქცია საშუალებას იძლევა ახლებურად იქნეს გაანალიზებული აბლაუტის მექანიზმი ქართველურ ენებში და, აქედან გამომდინარე, ამ ენათა სტრუქტურაც. სახელდობრ, აბლაუტური მიმართებები მიიჩნევა ქართეელურ ენათა დამახასიათებელ ერთ-ერთ სტრუქტურულ თავისებურებად, მომდინარედ საერთო-ქართველური ეპოქიდან, როდესაც მორფოლოგიური დერივაცია არსებითად აბლაუტს ემყარებოდა (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი). ქართველურ ენებში აბლაუტური მექანიზმის ყველაზე სრული სურათი შემონახულია ზმნის სისტემაში. მაგ., ძვ. ქართულში გარდამავალი უღვლილებისათეის დამახასიათებელია დრეკადობა: ათემატური აწმყო (ფუძე სრულ საფეხურზე – Vcvet.JPG) და -ე სუფიქსიანი აორისტი (ფუძე რედუქციის საფეხურზე – Vcvet.JPG). გარდაუვალი ზმნის უღვლილება „უნიშნო ვჩებითის“ ტიპს მიჰყვება: თემატური აწმყო (Vcvet.JPGებ-ი) და ნულოვანი აორისტი (ფუძე სრულ საფეხურზე I და II პირში – Vcvet.JPG, Aso1111.JPG: ნულ-საფეხურზე III ჰირში – [[ფაილი:Ccc.JPG|50პქ||]).

სახელის სისტემაში ხმოვანთმონაცვლეობა ელინდება ძირეული და სუფიქსური მორფემების გახმოვანებაში.

რ. ქურდაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები