გაბრიელი (თბილელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:53, 24 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაბრიელი (თბილელი) – (XI ს. შუა წლები - 1061 წლამდე), საეკლესიო მოღვაწე. გაბრიელმა არნონის ხეობაში, შეჰმანის მთაზე (იორდანიაში) დააარსა ქართული სავანე, სადაც არის შექმნილი ჰაგიოგრაფიული კრებული (Jer. 50). ზედწოდებიდან ჩანს, რომ გაბრიელი იორდანიაში წასვლამდე, სავარაუდოდ, თბილისის ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007.