ლექსიკოლოგია
ლექსიკოლოგია – (ბერძნ.< lexikos - სიტყვისა და logos – მოძღvრება), ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ლექსიკურ ფონდს, მის შედგენილობას, სიტყვათა სემანტიკას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას.
ლექსიკოლოგია ემიჯნება ლექსიკოგრაფიას და, ამასთანავე, წარმოადგენს მის თეორიულ საფუძველს. განსხვავებით ფონეტიკისა და მორფოლოგიისაგან, რომლებიც შეისწავლიან სიტყვის ბგერადობასა და აგებულებას, ლექსიკოლოგიის კვლევის საგანია სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მქონე ენობრივი ერთეული. სიტყვის მნიშვნელობას საფუძელად უდევს საგნობრივი მიმართება. სიტყვის აგებულების დერივაციული ცვლა წარმოქმნის ახალ საგნობრივ მიმართებას, ახალ სიტყვას. ამდენად, დერივაცია შინაგანად არის დაკავშირებული ლექსიკოლოგიასთან. ლექსიკოლოგია არკვევს სიტყვისა ღა საგნის ურთიერთობას, რასაც განიხილავენ სემასიოლოგიის თვალსაზრისით – სიტყვიდან ამოსვლით (საძიებელია მისი მნიშვნელობა) ან ონომასიოლოგიის თვალსაზრისით – საგნიდან ამოსვლით (საძიებელია მისი სახელწოდება). ამ ქვედარგებთან ერთად, ლექსიკოლოგიას განეკუთენება ქტიმოლოგიაც, ხოლო მომიჯნავე დარგებია ფრაზეოლოგია და სტილისტიკა.