სიმფონია (ლექსიკონი)
სიმფონია – ლექსიკონი, რომელშიც სრულად აღინუსხება ამა თუ იმ მწერლის, ან რომელიმე ცალკეული თხზულების ლექსიკა. ამგეარ ლექსიკონს სიმფონიურ ლექსიკონს უწოდებენ. გამოიყენება აგრეთვე ტერმინი ს-ლექსიკონი, რომელიც იმით განსხეავდება სიმფონიისგან. რომ ამ უკანასკნელში სახელწოდების სიტყვაფორმათა სტატისტიკასთან ერთად, სიტყვის განმარტებაც არის წარმოდგენილი (ა. შანიძე). სიმფონია გულისხმობს მოცემულ სალექსიკონო ერთეულთან შესაბამისი ფუძის სიტყვაფორმათა სრულ თავმოყრას. ამ თვალსაზრისით სიმფონია სიხშირულ მონაცემებსაც შეიცავს. სიმფონიის თითოეულ სიტყვაფორმას შეიძლება ახლდეს მოკლე ილუსტრაცია.
საქართველოში სიმფონიების შედგენის ტრადიცია არსებობს. ნიშანდობლივია, რომ პირველად, სიმფონიური აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს შეეხო. ასეთი ლექსიკონი კ. ჭიჭინაძემ დაურთო მის მიერ 1934 გამოცემულ პოემის ტექსტს. მასში სალექსიკონო ერთეულებად აღებულია ანბანთრიგზე გაწყობილი სიტყვაფორმები.