ენობრივი ნიშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:32, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენობრივი ნიშანი – ბგერათმიმდევრობა (ბგერა), რომელიც მოცემულ ენაში გარკეეულ შინაარსს გამოხატავს. ამ გაგებით (რომელიც ფ. დე სოსიურის ზოგადლინგვისტურ მოძღვრებას უკაეშირდება), ენობრივი ნიშანს აქვს ორი მხარე – გამოხატულება და შინაარსი, ანუ სოსიურის ტერმინებით – აღმნიშვნელი (ფრანგ. signifiant) და აღსანიშნი (ფრანგ. signifie). აღმნიშვნელი, როგორც ენის ფაქტორი, დაკავშირებულია ბგერით სუბსტანციასთან, გვევლინება მის ფორმად (სოსიურის მიხედვით – ფსიქიკაში მუდმივად არსებულ ბგერით წარმოდგენად, ბგერით ხატად). აღსანიშნია სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი – საგანი, მოვლენა, მიმართება…, მაგრამ ნიშნის შემადგენლობაში ისინი წარმოდგენილი არიან ცნებების სახით. სინამდვილის ობიექტს (საგანს, მოვლენას…), რომელიც შეეთანადება ენობრივ აღსანიშნს, ეწოდება დენოტატი (რეფერენტი), ხოლო თვით მიმართებას – რეფერენცია. წარმოდგენილი ურთიერთობების საილუსტრაციოდ ხშირად მიმართავენ ე.წ. სემანტიკურ სამკუთხედს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები