სოტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:28, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოტერი – (ბერძნ.) „მხსნელი“, „მფარველი“ ეპითეტი იმ ღმერთებისა, რომელთაც ადამიანთა თუ სახელმწიფოთა მფარველებად თვლიდნენ. ეს ღმერთები იყვნენ: ზევსი, პოსეიდონი, აპოლონი, ასკლეპიოსი და სხვები. ქალღმერთებისათვის არსებობდა ამ ეპითეტის მდედრობითი ფორმა – სოტერა (რომში – სოსპიტა).
ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ ღვთაებრივი სახე მიიღო, „სოტერი“ ანტიგონიდების, ლაგიდების, სელევკიდებისა და ზოგიერთ რომაელ მთავარსარდალთა (მაგ. პომპეუსის) ეპითეტადაც იქცა.
ადამიანთა თუ ლაშქართა ხსნის სამადლობელ მსხვერპლს სოტერიებს უწოდებდნენ.
სოტერის სახელი და ფუნქციები ქრისტიანობამაც მიიღო.