ზანური ენა
ზანური ენა (კოლხური ენა) – ერთ-ერთი ქართველური ენა. ერთიან ზანურ ენაზე დღეს არავინ მეტყველებს. ცნება „ზანური“ ანუ „კოლხური“ ისტორიული შინაარსისაა. ამჟამად ზანურ ენას აქვს ორი დიალექტი – მეგრული და ლაზური (ჭანური), რომლებიც რეალურად ფუნქციონირებენ.
მეგრულ-ლაზურის ერთიანობის აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინი გვხვდება. ნ. მარს ადრე გამოყენებული ჰქონდა ტერმინი „თუბალკაენური“ (თუბალურში მეგრული იგულისხმებოდა, კაენურში – ლაზური. შემდეგ მეგრულისათვის ნ. მარმა „ივერიულიც“ გამოიყენა. მეგრელ-ლაზურის მნიშენელობით ტერმინი „ზანური ენა“ დაამკვიდრა არნ. ჩიქობავამ. ავტორი ემყარებოდა როგორც ისტორიულ წყაროებს,ისე თანამედროვე ენობრივ მონაცემებს. კერძოდ, ბერძნულ წყაროებში შავიზღვისპირა ზოლის ქართველური მოსახლეობა იხსენიება როგორც „სანები“ („ზ“ ფონემა ბერძნულს არა აქვს, საფიქრებელია, რომ „ს“ ასო ზ-ს გადმოსაცემადაც იყო გამოყენერელი). ტერიმინი „ზანი“ დღესაც არ არის დავიწყებული ქართველურ ენათა წრეში. იგი შემორჩენილია ტომონიმებიში ზანა, საზანო, ზანათი. ზან- ძირი დაცულია სვანურშიც და მეგრელების აღსანიშნავად გამოიყენება – მჷზან – „მეგრელი”. ტერმინი კოლხური პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გეორგ როზენმა, მაგრამ იგი ქართველოლოგიაში არ დამკვიდრებულა. XX ს.60-იან წლებში ტერმინი „კოლხური” მეგრელ-ჭანუერის მნიშვნელობით გამოიყენა ა. შანიძემ და ამის შემდეგ იგი „ზანურის” პარალელურად შემოვიდა სამეცნიერო ლიტერატურაში.