თოფურია ვარლამ
ვარლამ თოფურია – (დ. 8 იანვარი 1901, სოფ. ონტოფო, აბაშის რ-ნი, – გ. 21 აგვისტო 1966, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართვველოს მეცნიერების დამსახურებული მოღეაწე (1946), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935).
დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკუკტეტი საენათმეცნიერო განხრით (1922). სამეცნიერო-ჰედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-სა (1936-66) და საქართეველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936–66). იყო ჯერ ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის (1936–41), შემდეგ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების (1941-60) გამგე: ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (194I–43), დირექტორი (1943–49). 1945-იდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თსუ-ში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინნსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1933–33), თბილისის სამასწაელებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართულო ენის კათედრის გამგე (1935–36), გორის სახელიმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე (1950-52), თოფურია ხელმძღვანელობდა ქართული ენის პრობლემების საკოორდინაციო სამეცნიერო საბჭოს, მონაწილეობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მეშაობასა (ერთხანს იყო კომისიის მდივანი) და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნა-დანერგვაში.