იმერული დიალექტი
იმერული – ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს ეთნოგრაფიული კუთხის – იმერეთის მოსახლეობა. „იმერეთი“ თაედაპირეელაღ ეწოდა სურამის (ლიხის) ქედის იქითა (დასავლეთის) მხარეს მთლიანად, ამის შესაბამისად, „იმერელი“ იყო დასავლეთ საქართვრლოს ყველა მცხოვრები. შემდეგ „იმერეთის“ მნიშველობა დავიწროვდა და ერთი კუთხის სახელად იქცა, ხოლო „იმერელმა“ ეთნიკური ერთეულის მნიშენელობა მიიღო.
იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქართლი, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – რაჭა-ლეჩხუმი, სამხრით – სამცხე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – გურია. გეოგრაფიულად ეს მხარე ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი) და ქვემო-იმერულს (თერჯოლა, ტყიბუი, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა ისე დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევს (კ. კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლის შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ე. ფანჩვიძე).
კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში – ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში – თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.
იმერული გამოირჩევა როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებების მრავალფეროვნებით. იმერულში სპორადულად დასტურდება ჲ, , ბგერები, რომელიც ამა თუ იმ
ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენენ (შჲაჭრა, ძმაჲ, მოჲ, ჩ
ენ, მ
აჭრა..). გავრცელებულია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია (მიუტანა – მუუტანა, შეუყვარდა – შოუყვარდა, ნემსი –
ნეფსი, ტბა – ტპა.…), დისიმილაცია (შეაგდო – შიაგდო, ერთჯერ – ერთჯელ, წლეულს – წრეულს…),
ხშირია მეტათეზისის, აფრიკატიზაციის, სუბსტიტუციის შედეგად გამოწვეული ცვლილებები.