გრამატიკული მნიშვნელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრამატიკული მნიშვნელობა − განზოგადებული, განყენებული ენობრივი მნიშვნელიბა, რომელიც ახასიათებს სიტყვებს, სიტყვაფორმებს, სინტაქსურ კონსტრუქციებს და მყარ სიტყვათშეხამებებს. მორფოლოგიის დონეზე ეს არის სიტყვის, როგორც მეტყველების ნაწილის, ზოგადი მნიშვნელობა (მაგ. საგნობრიობა არსებით სახელებში, პროცესუალობა ზმნებში…); აგრეთვე სიტყვათა, სიტყვაფორმათა კონკრეტული მნიშენელობები, რომლითაც ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს გრამატიკული კატეგორიის ფარგლებში (მაგ., სახელის ბრუნვა, ზმნის პირი, დრო.) სინტაქსის დონეზე ეს არის პრედიკატიულობა, აგრეთვე მრავალფეროვანი მიმართებები წინადადების წევრებსა (მაგ., სუბიექტს, ობიექტს, მოდიფიკატორებს…) და წინადადებებს შორის. გრამატიკული მნიშვნელობის ნაცვლად ლინგვისტურ ლიტიტერატურაში გვხვდება ტერმინი სტრუქტურული მნიშვნელობაც (ნ.კ. ფრიზი).

ნ. ლოლაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები