დეტერმინანტი (გრამატიკა)
დეტერმინანტი, დეტერმინატივი (ლათ. determinans – განმსაზღერელი),
1. გრამატიკული ან ლექსიკური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს საგანთა კლასიდან რომელიმე წევრის გამოყოფას (არტიკლები, ჩვენებითი ნაცვალსახელები). სიტყვაწარმოებაში დეტერმინანტი აღნიშნავს რთული სიტყვის კომპონენტს, რომელიც მეორე კომპონენტის განსაზღვრებაა (წყალბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი…)
ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი დეტერმინანტი გამოყენებულია (არჩ. ჩიქობავა) სახელური ფუძეების (სუბსტანტივის, ატრიბუტის) საწარმოებელი სუფიქსების (-ალ, -ელ, -ულ, -ოლ, -ლ) აღსანიშნავად, რომლებიც გამოყოფილია მანამდე ფუძისეულად ცნობილ მასალაში, მაგრამ ამჟამად აფიქსებად არ აღიქმება: წყ-ალ, მაღ-ალ, ყინ-ულ, ქს-ელ, წით-ელ, გ-ულ, ზაფხ-ულ, მამ-ულ, ფრჩხ-ილ, ცოლ, ვაშ-ლ, თაფ-ლ, მრჩობ-ლ… დეტერმინანტების მეშვეობით უნდა მომხდარიყო გაუდიფერენცირებელი (სახელისა ღა ზმნისთვის საერთო) ძირებისაგან გარკვეული ფუძის, როგორც სახელის, კონკრეტიზაცია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ თავდაპირველად აღნიშნულ სუფიქსებს დეიქტური ნაწილაკების ფუნქცია უნღა ჰქონოდათ.
2. დამხმარე ნიშანი, იეროგლიფურ ლექსიკონში იეროგლიფის ადგილის მაჩვენებელი (მაგ., ჩინურში).
ლ. სანიკიძე.