კონტამინაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:08, 1 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონტამინაცია – (ლათ. contaminatio – შეერთება), ლიტერატურული ხერხი ანტიკურ დრამატურგიაში. გამოყენებული იყო რომაელი დრამატურგების მიერ ბერძნული კომედიების გადამუშავების დროს. გულისხმობდა კომედიის შევსებას მოტივებით, სცენებით, პერსონაჟებით, რომლებიც ნასესხები იყო სხვა კომედიიდან.
ბერძნული კომედიის გადამუშავება ითვლებოდა დამოუკიდებელ შემოქმედებად, ხოლო თუ იგივე განხორციელდებოდა რომაელი ავტორის მიმართ, ეს ითვლებოდა პლაგიატობად. კონტამინაციის ხერხს მიმართავდნენ ნევიუსი, პლავტუსი, ენიუსი, სხვა რომაელი კომედიოგრაფები. ამ ხერხს განსაკუთრებით ხშირად იყენებდა ტერენციუსი („ქალიშვილი ანდროსადან“, „ძმები“, „საჭურისი“).