ლაზური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:43, 30 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზური ენა – ლაზური ენა ისევე როგორც ქართული, სვანური და მეგრული ენები, ქართველურ ენათა ოჯახს განეკუთვნება და მეგრულთან ერთად ამ ოჯახის სანურ ენათა ჯგუფს ქმნის, ტერმინი „ლაზურის“ გვერდით ლიტერატურაიში გამოიყენება „ჭანურიც“. ზოგი მკვლევარი უპირატესობას აძლევს ლაზურს, ზოგი – ჭანურს,ზოგისთვის კი ეს ტერმინები სინონიმურია. ამ ენაზე მოლაჰარაკეები თავიანთ თავს ლაზს/ლაზებს უწოდებენ, ჭანფუძე მათთვის, როგოთც წესი უცნობია.

ლარსები კომპაქტურად სახლობენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლრთ სანაპიროზე, საქართველოს სახღვრისპირა სოფელ სარფში და თურქეთში – ართვინის ვილაიეთის ხოფის, ბორჩხისა და არქაბის ილჩეებსა და რიზეს ვილაიეთის ფინდიქლის, ართაშენის, ჩამლიჰემშინისა და ფაზარის ილჩეებში. ბევრი ლაზი ცხოვრობს თურქეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. ლაზთა ცალკეული ოჯახები გაბნეულია დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში (აჭარა, აფხაზეთი, გურია და სამეგრელო).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები