ლექსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:13, 30 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლექსიკა – (ბერძნ. lexicos –– სიტყვისა), ენაში არსებული სიტყვათა მარაგი, ენის ლექსიკური ფონდი.

ლექსიკა უშუალოდ ასახავს ენობრ�ვი კოლექტივის ყოფას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეალობას, მატერიალურ და სულიერ კულტურას და ამ თვალსაზრისით ის შეუცვლელი ისტორიული წყაროა. ენის სხვა სფეროებისაგან განსხვავებით,ლექსიკა იოლად შეღწევადია და შედარებით სწრაფად იცვლება. ლექსიკის ისტორიულ ცვალებადობაში გარკვეულ როლს თამაშობს გარეენობრივი გავლენები. მაგ., ქართულში (ისევე როგორც ბეერ სხე. ენაში) ქრისტიანულ კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა უმთავრესად ბერძნული ენისაგან არის დავალებული, მესაქონლეობის ბევრი ტერმინი აღმოსავლური ენებიდან არის შეთვისებული, ხოლო XX ს. სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ გამოიწვია ევროპული ენებიდან მთელი ტერმინოლოგიური პლასტების შემოჭრა.

მეორე მხრივ, ლექსიკის ცვალებადობას განაპირობებს ენის შინაგანი სიტყვაწარმოებითი პოტენცი�ს მოქმედება – დერივაცია და კომპოზიცია, პოლისემია, ლექსიკალიზაცია და მისთ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები