ლეჩხუმური დიალექტი
ლეჩხუმური დიალექტი – ქართული ენის დიალექტი, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხის – ლეჩხუმის – მცხოვრებთა მეტყველება.
ლეჩხუმს აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი.
„ლეჩხუმური კილოკავურად ერთიანია და თუ რაიმე დიფერენციაცია შეიმჩნევა, ეს აიხსნება მომიჯნავე კილოთა თუ ენათა გავლენით“. მომიჯნავე კილოები რაჭული და იმერულია, მომიჯნავე ენები – სვანური და ზანური.
ლეჩხუმურში დასტურდება ჲ, , ჷ. ჲ გვხვდება:
ა) ა → ე დაბოლოების მქონე სახელებთან ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში: ბიცოლეჲს, ბიცოლეჲთ;
ბ) კონტამინირებულ ფორმებთან სახელობით ბრუნვაში: დედა|| დედე → დე– დაჲე.
დასტურდება:
ა) თანხმოვნის მომდევნოდ ხმოვნის წინ: ყა;
ბ) ხმოვნის მომდევნოდ თანხმოვნის წინ: ბე
რი.
ჷ დამოწმებულია მავრცობი -ე ხმოვნის პოზიციაში:
კაცსე II კაცსჷ. სპორადულად ისმის გრძელი ხმოვანი, მიღებული ორი ხმოვნის შერწყმით: მერე → მეე → მე
ლეჩხუმურში ფართოდაა წარმოდგენილი ფონეტიკური მოვლენები:
აე → ეე: ბიძაები → ბიძეები;
ოე → ეე: ჩამოეკიდა – ჩამეეკიდა;
აი → ოი → ეი: ბიცოლაი, –. ბიცოლეი – ბიცოლე;
აუ → ოუ: შინაური → შინოური;
ეუ → ოუ: აპეური → აპოური;
ოუ, იუ → უუ: მიუდგება → მუუდგება;
აო, ეო → ო: მეორე → მოორე;
ეა → ია: შეაქო → შიაქო;
ოა → უა: მოაქეს → მუაქ:
ოე → უე: მოესწრა → მუესწრა;
ვე → ო: ფართოდაა გავრცელებული ყველა პოზიციაში: სჩვევია → სჩოვია;
ვი → უ: წვიმს → წუმს, ღვინო → ღუნო.
თაეკიდური ო ხმოვნის წინ ვითარდება ვ || : ორი – ვორი.
გვხედება თანხმოვანთა როგორც რეგრესული (სავსე → საფ-სე), ასევე პროგრესული (წახდება → წახთება) ასიმილაციის შემთხვევები, თახმოვანთა დისიმილაცია: არაფერი → არაფელი; სულელი → სუჩელი. ხშირია ბგერათა დაკარგვა და ჩართვა (ხშირად – ერთი და იმავე ბგერისა ერთსა და იმავე პოზიციაში). სისტემურად იკარგვის ს: ეს კაცი → ე კაცი, ქოთანს → ქოთან, ტყის კაცი → ტყი კაცი. არის → არი.
ლეჩხუმურითვის სუბსტიტუცია ერთ-ერთ ნიშანდობლივ ფონეტიკურ მოვლენად ითვლება: მალაე → მალამ, ყავს → ყამს. თევზი → თებზი, მღილი → ბღილი, ბურღი → ბულღი, საქონელი → სახონელი.
ხშირად იცვლება სწ კომპლექსი: ნასწავლი → ნასტავლი, სწორი → ხწორი.
ბგერათშენაცვლების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა აფრიკატიზაცია: მოხარშავს → მოხარჩამს.
სახელობით ბრუნვაში ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები ი ნიშანს არ დაირთავენ, მაგრამ მისი კვალი მაინც ჩანს: ტომარე (← ტომარეი ← ტომარაი).
ხმოვანზე ფუმედაბოლოებულ ერთ ან ორმარცვლიან სახელებს -ი ბრუნვის ნიშანი შესაძლოა დაერთოს: კტეი, უროი.
თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ორმარცელიან საკუთარ სახელებში -ი სახელობითი ბრუნვის ნიშანი ფუძისეულად გაიაზრება: ვახტანგიმ. მაგრამ გვაქვს საპირისპიროც: აკაკი – აკაკმა.
უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ლოკატივის დანიშნულებით: ჩამევიდა ლაილაშ. ასეეე ლოკატივს გამოხატავს ნანათესაობითარი მიცემითი: მეზობლისასას. ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები, ჩვეულებრივ, არ იკვეცება და არც ბრუნეის ნიშანი რედუცირდება: ქვაის || ქვაჲთს, ქვაით || ქვაით. ვითარებითბრუნვის ნიშჩად გვაქვს -ად → ათ (|| -დ → -თ), -ა (სწორა). წოდებითი ბრუნვის ფორმანტად -ო გვაქვს (დღავით-ო, მარიამ-ო).
თანდღებულთაგან ნიშანდობლივია -კე ← -კენ: ლეჩხუმისკე: -თვინ ← -თვის ქალისთვინ; -გან თანდებულიანი მოქმედებითი გვხვდება სამი ნაირსახეობით: ოჯახითგან || ოჯახიდგან || ოჯახიდან.