აუსლაუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუსლაუტი – (გერმ. auslaut), ბოლოკიდური, ფინალი, სიტყვის (ძირის) ბოლო ბგერა, მარცვალი, ბგერათმიმდევრობა, რომელიც ხასიათდება სპეციფიკური ფონეტიკური და მორფონოლოგიური თავისებურებებით. მაგ, ფონეტიკური ბოლოკიდურია ის ბგერა, რომელსაც აქვს თავისი დამოუკიდებელი დამართვა, ასეთია ყოველი ბგერა პაუზის წინ. ხშირად აუსლაუტის ბგერითი შედგენილობა ან კომბინაციური ტენდენციები განსხვავებულია ანლაუტის ან ინლაუტის შედგენილობისაგან. მაგ., მრავალ ენაში. და მათ შორის ქართულშიც, თაკიდურისათვის დამახასიათებელი მზარდი სონორობის ტენდენცია ბოლოკიდურში არამცთუ შესუსტებულია, არამედ შეცვლილია საპირისპირო ტენდენციით. ქართულში თუ თავკიდურში ჭარბობს CS (ჩქამიერი+ სონორი) თანხმოვნური კომბინაციები და შედარებით იშვიათად გვხვდება SC (მ+C. რ+C) კომბინაციები, ბოლოკიდური ხასიათდება რ ნ ლ სონორთა სიხშირით კომბინაციის პირველ წევრად (ნდ, ნთ, ნტ, ჩი-, ლფ…, რდ, რძ, რქ…). საერთოდ, შესაძლო კომბინაციათა რაოდენობით ბოლოკიდური საგრძნობლად ჩამორჩება ანლაუტს.

ნ. კიზირია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები