გეტინგენის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:09, 27 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეტინგენის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები − გეტინგენის ბიბლიოთეკაში დაცულია შემდეგი ქართული ხელნაწერები:
Ms. Syr. 17, 19, 21, 22, 23, 24, 25. SuUB. ალექსანდრე კჳპრელი.„ჯვრის პოვნის საკითხავი“. კირილე იერუსალიმელი. „გამოჩინებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ“.
X ს. ეტრატი; პალიმფსესტი; 15×12 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ფრაგმენტი არის Sin.Geo.N. 20-ის ნაწილი. ფრაგმენტთა პირვანდელი ზომა აღდგენილია Sin.Geo.N. 20-ის მიხედვით. გადამწერი იოვანე-ზოსიმე. ქვედა ფენა სირიულია. პალიმფსესტი, ი. ასფალგის თანახმად, დაცულია გეტინგენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სირიულ ფონდში 84, 86, 88, 89, 90, 91 და 92 ნომრებით. ქართული ტექსტი ნაკლულია. ხელნაწერის ფრაგმენტები, გეტინგენის გარდა, არის დაცული ბირმინგემში (Garritte 1967: 557), პრონსტონსა და ახალ სინურ კოლქციაში Sin.Geo.N. 20. ეს ნაწყვეტები ერთმანეთს ავსებს (შანიძე, 1999: 113; აღმოჩენები 2005: 266-267).