ტემბრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 24 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტემბრი – (ფრანგ. timbre), ბგერის ხასიათი, მისი კოლორიტი, რომლითაც ხასიათდება ესა თუ ის ხმა, საკრავი, შემსრულებელი. ტემბრი დამოკიდებულია ობერტონების რიცხვსა და მათ შეფარდებაზე. ტემბრზე გავლენას ახდენს აგრეთვე ბგერის მიღების წესი, მჟღერი სხეულის მასალა, გარემოცვა, რომელშიც წარმოიქმნება და ვრცელდება ბგერა. ტემბრი განასხვავებს ერთი საკრავის ჟღერადობას მეორესაგან. სამუსიკო საკრავების ტემბრები მუშავდებოდა მრავალი საუკუნის მანძილზე ოსტატ-ხელოსანთა მიერ ემპირიულად, სმენით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები