ვაშაყმაძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ვაშაყმაძე

ვაშაყმაძე ირაკლი − (1946), პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ როხში (ბაღდათი). დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. მისი ლექსები, ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები და სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდებოდა „სახალხო განათლებაში”, „სოფლის ცხოვრებაში~, „საქართველოს რესპუბლიკაში~, „წუთისოფელში”, „ლიტერატურულ საქართველოში” და ა.შ. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „უფალმა იცის” და „ჩემი ამერ-იმერი”.


ნათელი
მოსაღამოვდა, თებერვლის თქეშმა
ქუჩებში იწყო მოთქმა-თარეში,
უცებ გავცოცხლდი და მომენატრე,
რომ ჩამეხედა შენთვის თვალებში...
ხელის ცეცებით გეძებდი ბნელში,
ქარი და ყინვა ძვლებში მატანდა,
მღეროდი ჩემში, მოთქვამდი ჩემში,
და ვიღაც ჩემში თბილად გხატავდა.
მერე...
უკუნი განათდა ღამე,
აყვავდა ირგვლივ ვარდი და ია,
თვალი ხარ ჩემი, სული ხარ ჩემი,
ყველაფერს შენი სახელი ჰქვია.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები