სპირანტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:29, 21 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპირანტები – ფრიკატივები, ნაპრალოვნები, ჩქამიერი თანხმოვნები, რომელთა დამახასიათებელი ხმაური (ჩქამი, ფრიკაცია) წარმოიქმნება ჰაერნაკადისათვის სამეტყველო ორგანოებით შექმნილ ვიწრო გასასვლელში – ნაპრალში. ხშული ჩქამიერებისაგან განსხვავებით. სპირანტები უწყვეტი ბგერებია – მათი წარმოთქმისას ჰაერნაკადი არ წყდება.

სალიტერატურო ქართულში გაირჩევა შემდეგი სპირანტები: წინაენისმიერი სისინა – ზ, ს; წინაენისმიერი შიშინა – ჟ. შ: უკანაენისმიერი – დ, ხ, ყ: სახმოსიმებისეული (ლარინგალური) – ჰ. აღნიშნულ წყვილებში პირველი ბგერები (ზ, ჟ, ღ) მჟღერი, მეორენი (ს, შ. ხ) კი – ყრუ ფშვინვიერი თანხმოვნებია. გამონაკლისია უკანაენისმიერთა მესამე წევრი – ყ. რომელიც აბრუპტივია. ფშვინვიერია (უფრო ზუსტად, ოდენ ფშვინვაა, ოდენ სახმოსიმებისეული ჩქამია) სპირანტი ჰ-ც.

ზ. ჯაფარიძე


იხილე აგრეთვე

ველარული ბგერები

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები