მაკარი ლეთეთელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაკარი ლეთეთელი – (IX ს.), უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის — სინური „მრავალთავის“ (864) გადამწერი. მაკარი, გიორგი გრძელისძე, დიდებული აზნაური, ეფრემ მაწყვერელის ნათესავი და გრიგოლ ხანძთელის მოწაფე ყოფილა. მრავალთავი მას იერუსალიმში, საბას ლავრაში, გადაუწერია და მაშინვე სინას მთის ქართული მონასტრისთვის შეუწირავს (ხელნაწერი დღესაც იქ ინახება).
ლეთეთი სოფელია დღევანდელი ქარელის რაიონში.