მითრიდატე I (ქართლის მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 10 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მითრიდატე I – (?–ახ. წ. 35), ქართლის მეფე. ანტიკური წყაროების მიხედვით, აქტიურად იყო ჩართული რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში. მითრიდატე I იყო რომში გაგზაენილი იბერთა ელჩობის ინიციატორი, რომელიც დაფიქსირებულია იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის წარწერაში. მითრიდატე I-ის საგარეო პოლიტიკის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა პართია-რომის კონფლიქტში სწორი არჩევანის გაკეთება. სომხეთის ტასტისათვის ბრძოლაში მითრიდატე I-ის შორსმჭვრეტელობის წყალობით, იმპერატორმა ტიბერიუსმა სომხეთის მეფის გვირგეინი იბერიის მეფის ძეს გადასცა.