ალასტანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 22 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალასტანი − სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთის წყლის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 1660-1740 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდ ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1133. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). 1829 წელს აქ დასახლდნენ ერზერუმიდან (თურქეთი) გადმოსახლებული სომხები.

შემორჩენილია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევები. იყო ქართველ უფლისწულთა მამული (XIII-XIV სს.), ბაგრატოვან უფლისწულთა სამემკვიდრო სამფლობელო, მამული-რეზიდენცია.


წყრო

სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები