აღრიქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 23 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღრიქარი – მთა საქართველოში, დმანისისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე აღრიქარის (ხრამის სისტემა) სათავეში. სიმაღლე 2972 მ. აგებულია მეოთხეული დოლერიტული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავებით. გუმბათისებრია, კალთები სუსტად დახრილია. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

დ. უკლება


წყარო

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები