დაბა (კურორტი ბორჯომის მინიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:32, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაბა– კურორტი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ზ.დ. 800-1060 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთით 10 კმ მანძილზე.
მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით. კლიმატი დაბალი მთის სუბტროპიკული ტიპისაა. ზამთარი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -2.20C) და მცირეთოვლიანია, ზაფხული – თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +200C).