ბარალეთი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:05, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარალეთი, ბარალეთისწყალი, არაკვისწყალი, დიდ წყალა – მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ფარავნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე. სიგრძეა 30 კმ, აუზის ფართობი – 469 კმ2, წყლის საშუალო წლის ხარჯი – 3.37 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირეა ზამთარში. ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით.