კოთელია (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოთელია – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1680-1712 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 15 კმ მანძილზე, ახალქალაქ-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 490. მათი უმრავლესობა (96 %) ქართველია (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 დარბაზული ეკლესია.