ახალციხის მურა ნახშირის საბადო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 13 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახალციხის მურა ნახშირის საბადო – მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების ვალესა და ნაოხრების მიდამოებში, მდინარე ფოცხოვისწყლის ხეობაში (ქვაბლიანის შესართავთან), ზღვის დონიდან 1000-1600 მ სიმაღლეზე ქალაქ ახალციხიდან დასავლეთით 8-10 კმ მანძილზე.
ნახშირშემცველი ფენების გავრცელების არეალია 90-110 კმ2, მარაგი – 75-100 მლნ ტ, რითაც იგი უდიდესია საქართველოში. ნახშირი დაბალი ხარისხისაა (თბოტევადობა 2200-4500 კკალ/კგ). ამასთან რთული სამთო-გეოლოგიური პირობების (ღრმა ფენებში მდებარეობის) გამო, მისი მოპოვება 1980-იანი წლებიდან შეწყდა.