ყულალისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:01, 18 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყულალისი, არყისციხე – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1190-1250 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 6 კმ მანძილზე, პამაჯის თემის საკრებულოში, ვალე-ახალციხის საავტომობილო გზაზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 167, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (99 %) – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. შემორჩენილია ციხესიმაგრე. „არყისციხის” სახელით იგი დასახელებულია „მატიანე ქართლისაში”.