გუმბათი (მთა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:23, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუმბათი – მთა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის უმაღლესი მწვერვალი საქართველოს ფარგლებში (მესხეთის უმაღლესი მწვერვალი), მდინარე ინჯისწყლის (ურავლის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 2963,8 მ სიმაღლეზე. შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების ნაშთები. გვხვდება ქანების ყინვისმიერი გამოფიტვის პროდუქტები – ე.წ. კარკალები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე აღნიშნულია კიუმბეტის (Кюмбет) სახელწოდებით.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები