მარტენსი გეორგ ფრიდრიხ ფონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 2 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეორგ ფრიდრიხ ფონ მარტენსი – (Georg Friedrich von Martens, 1756-1821), გერმანელი იურისტი და დიპლომატი. საერთაშორისო სამართლის პროფესორი 1783-დან. 1814-16 – ჰანოვერის მეფის მრჩეველი, 1816-21 – ჰანოვერის სამეფოს წარმომადგენელი გერმანიის კავშირის პარლამენტში (მაინის ფრანკფურტში), მონაწილეობდა ვენის კონგრესის მუშაობაში (1814-15). აქვს მითელი რიგი შრომები საერთაშორისო სამართლის სფეროში, მათ შორის – „ევროპის პრაქტიკული საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნიშნები“ (1785). 1776-დან დაიწყო საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულების გამოცემა, რომლებიც უკანასკნელ დრომდე იბეჭდებოდა დასავლეთ გერმანიაში სახელწოდებით „გეორგ ფრიდრიხ ფონ მარტენსის კრებულთა გაგრძელება“.