მსოფლიო ოკეანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:53, 28 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო ოკეანე – (საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები), დედამიწის წყლის უწყვეტი გარსი. რომელიც გარშემორტყმულია ყველა კონტინენტსა და კუნძულზე. XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო ოკეანის გამოყენება ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად იქცა. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის შედეგად მსოფლიო ოკეანისა და რესურსების ათვისების ახალი შესაძლებლობების წარმოშობამ, მისმა განსაკუთრებულმა როლმა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფაში, სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების აუცილებლობამ, ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრებამ განაპირობა მსოფლიო ოკეანის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობა ყოვლისმომცველი მრავალმხრივი შეთანხმების ფარგლებში. მსოფლიო ოკეანის სამართლებრივი რეჟიმი განმტკიცებული 1982 კონვენციაში. წარმოადგენს საზღვაო სივრცისა და მისი რესურსების გამოყენების და დაცვის სფეროში სახელმწიფოთა უფლებებისა და საქმიანობის რეგულირების ერთიან სისტემას. კონვენცია ითვალისწინებს ზღვის ფსკერის საკითხებზე საერთაშორისო ორგანოს შექმნას.


იხილე აგრეთვე

  • ჟენევის კონფერენციები საზღვაო სამართლის შესახებ 1958
  • გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია 1982
  • გაეროს საზღვაო სამართლის კონფერენციები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები