ნეტუნის შეთანხმება 1925

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 3 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეტუნის შეთანხმება 1925 (ნეტუენის კონვენცია) − ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, ფაშისტურმა იტალიამ და, მეორე მხრივ, სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფომ (1929-დან იუგოსლავია), 20.VII ნეტუნში (რომის სამხრეთ-დასავლეთით).

ნეტუნის შეთანხმება რომელიც წარმოადგენს იტალია-იუგოსლავიას შორის 1924 დადებული მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების დამატებას, მოიცავს 32 დოკუმენტს, არეგულირებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს ორ სახელმწიფოს შორის და იტალიასა და მის ქვეშევრდომთ ანიჭებს მნიშვნელოვან უპირატესობას სვადასხვა სფეროებში. იუგოსლავიაში დაწყებულმა მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა შეთანხმების რატიფიცირება 3 წლით შეაჩერა. ნეტუნის შეთანხმება ანულირებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიასთან დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები