ორმეფობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:21, 7 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორმეფობა – ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ადერიკიმ სიკვდილის წინ ქართლის სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით. მეორეს კი – არმაზი და ქართლი მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით 5 მეფეთა წყვილი მჯდარა, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვიტ კი 6. ბოლო წყვილის ფარსმან ქველისა და მირდატის („მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით როკ და მირდატის) შემდეგ გამაფებულა ადამი და ერთმეფობა კვლავ აღმდგარა.