მითრიდატე I (ქართლის მეფე)
მითრიდატე I – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I საუკუნის 30-იან წლებში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ახ. წ. 35 წ. სომხეთის სამეფო ტახტისათვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფე არტაშესის ⅔(18-34 წწ.) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. მითრიდატე I რომის იმპერატორის ტიბერიუსის ნებართვითა და ხელშეწყობით ჭეიჭრა სომხეთში, დაიკავა იგი და თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.
მითრიდატე I-ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამოდენიმე მოსაზრება: 1) დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი (გ. მელიქიშვილი) 2) პავლე ინგოროყვა წარმართ მეფეთა სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს; 3) მითრიდატე არის ლეონტიმროველის მეფე ქართამი (ს. გორგაძე) 4) ადერკი, ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარში, მეორე - ძვ,წ, II საუკუნის 60-იან წლებში, მესამე კი - ახ. წ. I საუკუნის 30-იან წლებში (გ. მელიქიშვილი).