პირდაპირი წინააღმდეგობის სტრატეგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 1 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პირდაპირი წინააღმდეგობის სტრატეგია – აშშ-ის ძირითადი სამხედრო დოქტრინა, რომელიც მიიღო რეიგანის აღმინისტრაციამ. ითვალისწინებდა ღია კონფრონტაციას სსრკ-ის წინააღმდეგ გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობის მოპოვების მიზნით, ბირთეული ომის წარმოების მირაჟით მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის რეალიზაციას. ამ სტრატეგიის განხორციელებამ 80-იან წლებში ხელი შეუწყო ცივი ომის შენელებას და სსრკ- ის უკანდახევას, სოციალისტური ბანაკის დაშლას.