რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება და შეთანხმება 1968

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:41, 15 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება და შეთანხმება 1968 – (მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ). ხელი მოაწერეს 16 აგვისტოს პრაღაში 20 წლის ვადით. თუ ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე რომელიმე მხარე არ აცნობებდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას, იგი ძალაში რჩებოდა შემდგომი 5 წლის მანძილზე.

პრეამბულაში მაღალი შეფასება ეძლეოდა რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმებას 1948 მათ შორის ურთიერთობათა განვითარების საქმეში. ორივე სახელმწიფო შეთანხმდა, განემტკიცებინა ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და ყოველმხრივი თანამშრომლობა. გათვალისწინებული იყო ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება, დახმარება „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს“ ფარგლებში.

ხელშეკრულების ცალკეულ თავებში მოცემულია ორი სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკის პრინციპები, მათი პოზიცია 29.IX.1938 მიუნხენი შეთანხმების უკანონობასთან დაკავშირებით, ასევე მათი სწრაფვა ევროპაში უსაფრთხოების მიღწევისა და თანამშრომლობის განვითარებისაკენ. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში ორივე მხარე დაუყოვნებლივ უწევდა ერთმანეთს ყველანაირ, მათ შორის სამხედრო დახმარებას, ვალდებულებას იღებდა მიეწოდებინათ ერთმანეთისათვის ინფორმაცია და მოეწყოთ კონსულტაციები ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ ინტერესებს ეხებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები