ჰეიგი ალექსანდრ მეიგს-უმცროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრ მეიგს ჰეიგი-უმცროსი

ალექსანდრ მეიგს ჰეიგი-უმცროსი – (ინგლ. Alexander Meigs Haig, Jr., 2 დეკემბერი 1924, ფილადელფია – 20 თებერვალი 2010, ბალტიმორი), აშშ-ის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე.

1947-68 მსახურობდა აშშ-ს არმიაში. მათ შორის – სამხრეთ ვიეტნამში (1966-67);
1969-70 – ეროვნული უშიშროების დარგში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე;
1972 – ჩინეთში პრეზიდენტ რ. ნიქსონის ვიზიტის დროს ხელმძღვანელობდა ვიზიტის მოსამზადებელ ჯგუფს.
1973 მიიღო სრული გენერლის წოდება, დაინიშნა აშშ-ის არმიის შტაბის - უფროსის მოადგილედ მონაწილეობდა ვიეტნამში რეგულირების თაობაზე პარიზის მოლაპარაკებებში; 1973-74 – აშშ-ის პრეზიდენტ რ. ნიქსონის აპარატის ხელმძღვანელის თანაშემწე, შემდეგ ხელმძღვანელი;
1974-79 – ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ნატოს ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი;
1979-81 – კორპორაცია „კოს აგრას“ დირექტორი;
1980-81 – კორპორაცია „იუნაიტედ ტექნოლოჯის“ პრეზიდენტი; 1981-82 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი; 1982-დან თადარიგში , ეწეოდა ბიზნესს.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები