სუკარნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუკარნო

სუკარნო – (1901-70), ინდონეზიის სახელმწიფო მოღვაწე, ინდონეზიის ეროვნული გმირი.

დაიბადა მასწავლებლის ოჯახში, 1925 დაამთავრა ბანდუნგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. იყო ინდონეზიის ეროვნული პარტიის (შეიქმნა 1927) პირველი თავმჯდომარე. არაერთხელ დააპატიმრეს ანტიკოლონიური მოღვაწეობისათვის. 1945 წლის 17 აგვისტოს მისი ხელმძღვანელობით გამოცხადდა ინდონეზიის დამოუკიდებლობა და ინდონეზიის რესპუბლიკის შექმნა. იყო ინდონეზიის პირველი პრეზიდენტი, ერთ-ერთი ინიციატორი აზიისა და აფრიკის ქვეყნების 1955 ბანდუნგის კონფერენციისა. 1963 სახელმწიფო საკონსულტაციო კონგრესის (სსკ) სესიამ მას „რევოლუციის დიდი ბელადის“ წოდება მიანიჭა და რესპუბლიკის მუდმივ პრეზიდენტად დანიშნა. 1965 წლის 30 სექტემბრის ამბების შემდეგ რესპუბლიკას სათავეში მოექცა მემარჯვენე სამხედრო დაჯგუფება, რის შემდეგაც სუკარნოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე შემცირდა. 1906 წლის ივლისს სსკ-ის სესიამ გააუქმა თავისი დადგენილება სუკარნოს მუდმივ პრეზიდენტად არჩევის შესახებ. 1967 წლის 20 თებერვალს სუკარნომ ოფიციალურად გადასცა პრეზიდენტის რწმუნებანი გენერალ სუჰარტოს. 1960 სსრკ-ის ხელისუფლებამ სუკარნო, „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ დააჯილდოვა საერთაშორისო ლენინური პრემიით).



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები