ოთხთა კავშირი
ოთხთა კავშირი გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სამხედრო კოალიციის არაოფიციალური სახელწოდება, რომელიც გამოიყენება ლიტერატურაში.
პირველ მსოფლიო ომში 1914-18 ოთხთა კავშირი დაუპირისპირდა ანტანტას – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მათ მოკავშირეთა კოალიციას. ოთხთა კავშირის შექმნის საფუძველი იყო გერმანიისა და აავსტრია-უნგრეთის ორთა კავშირი, რომელიც თავდაპირველად გაფორმდა ავსტრია-გერმანიის ხელშეკრულებით (1879); 2.VIII.I914 ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გერმანიასა და თურქეთს შორის კავშირის შესახებ, რომელსაც შეუერთდა ავსტრია-უნგრეთი; 1914 წლის ნოემბერში თურქეთმა ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და რუსეთს. 6.IX.1915 ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გერმანიასა და ბულგარეთს შორის კავშირის შესახებ სამხედრო კონვენციას გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს და ბულგარეთს შორის სერბეთის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების შესახებ და ხელშეკრულებას ბულგარეთსა და თურქეთს შორის; 1915 წლის ოქტომბერში ბულგარეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს და სერბეთს. ოთხთა კავშირმა იარსება ომის დამთავრებამდე, დაიშალა 1918 წლის შემოდგომაზე (30 IX ომიდან გამოვიდა ბულგარეთი, 30-X – თურქეთი, 3.XI – ავსტრია–უნგრეთი. 11-XI – გერმანია).